წარმოებიდან, ლოჯისტიკის გავლით, გაყიდვებამდე — დღეს ამ ხუთი ქართული ბრენდის პარტნიორები ვართ.

ნახევრად ცქრიალა ქართული ღვინო — მწვანე, ვარდისფერი და დრაფტ (კეგი) ვერსიები. ახალგაზრდული, მსუბუქი და საზაფხულო ხასიათის.

ტრადიციული ქართული ჭაჭა — გოლდი და სილვერი ხაზები. ორმაგი დისტილაციით დამზადებული ყურძნის არაყი.

ნატურალური, ხელნაკეთი ლიმონათი — ბროწეულის, ციტრუსის, ქაცვისა და ფეიხოას არომატებში.

ქართული ჯიშური ღვინოები — რქაწითელი, საფერავი, სოვინიონი, ბუდეშური და სხვა — მცირე პარტიებად დაყენებული.

საქართველოში დისტილირებული არტიზანული ჯინი — ხელნაკეთი, მცირე პარტიის წარმოება.